„ჯ.ბ. აუდიტი“ აუდიტორული კომპანიაა, რომელიც 21 წელია ლიდერთა შორისაა და მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე და მომხმარებელთა საჭიროებების დაკმაყოფილებაზე.
„ჯ.ბ. აუდიტი“ 2004 წლიდან მოღვაწეობს და დღეს ერთ-ერთ წამყვან აუდიტორულ კომპანიას წარმოადგენს საქართველოში. კომპანიის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ბატონი ბესიკ ჯობავა, რომელიც ასევე ასრულებს საგადასახადო საკითხებში ექსპერტის როლს.
კომპანიის თითოეული თანამშრომელი საგადასახადო აუდიტის ჩატარების მნიშვნელოვან თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას ფლობს.
2014 წლის მაისიდან „ჯ.ბ. აუდიტი“ მსოფლიოში სიდიდით მეოთხე საერთაშორისო ასოციაციის Leading Edge Alliance (LEA GLOBAL)-ის წევრია.
ჩვენი კომპანია ხელმძღვანელობს საერთაშორისო პროფესიული საბუღალტრო სტანდარტების დაცვით და სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან. გამოცდილი პროფესიონალების გუნდი მზად არის საქმიანი მხარდაჭერა გაგიწიოთ აუდიტის, საგადასახადო დაბეგვრისა და მასთან დაკავშირებულ მომსახურების სფეროში. კომპანიის აუდიტორული სერვისებითა და კონსულტაციების გათვალისწინებით შეძლებთ თავიდან აიცილოთ გაუთვალისწინებელი ფინანსური პრობლემები ეკონომიკურ საქმიანობაში.
„ჯ.ბ. აუდიტს“ დაფუძნებული აქვს ორი შვილობილი კომპანია: იურიდიული კომპანია „ბიზნესი და სამართალი“ და სასწავლო ცენტრი „ჯ.ბ. აუდიტის ბუღალტერთა გადამზადებისა და აუდიტორთა კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრი“, სადაც პრაქტიკულ სასწავლო კურსებს გადიან როგორც მოქმედი აუდიტორები, ასევე ბუღალტრები.
„ჯ.ბ. აუდიტს“ ბიზნესის თითქმის ყველა დარგში მოღვაწე ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობის დიდხნიანი გამოცდილება აქვს. მათ შორისაა: მშენებლობა, მრეწველობა, განათლება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, საფინანსო სექტორი და სხვა.
კომპანია საქმიანობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ფილიალებით ქ. ზუგდიდსა და ქ. ბათუმში.
„ჯ.ბ. აუდიტის“ საქმიანობა დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“, ამდენად დაზღვეულია ჩვენი ერთობლივი საქმიანობის შედეგებიც.
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მომსახურების ხარისხს და მომხმარებლების კმაყოფილების შენარჩუნებას, რაც საფუძველს ქმნის გრძელვადიანი და სტაბილური ურთიერთობებისთვის. თავდაუზოგავი შრომა, პასუხისმგებლობა და მომხმარებელთა სურვილების დაკმაყოფილებისადმი მუდმივი სწრაფვა ჩვენი კომპანიის უცვლელი ნიშანია.
„ჯ.ბ. აუდიტი“ - თქვენი წარმატების გარანტია!